ბითლზი 1960-იანი წლების სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა. თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი, სტიუარტ სატკლიფი (ბასი) და პიტ ბესტი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 1960-იანი წლების დასაწყისში მათ დიდი წარმატება იქონიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით "Love Me Do". შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ-იორკში, 1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. ამჟამად მაკ-კარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე ბითლზთან დაკავშირებულ პროექტებზე. სტუდიური წლების პერიოდში ბითლზმა ჩაწერა ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967), რომელმაც კრიტიკოსები თვლიან მათ საუკეთესო მასალად. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად[2], ხოლო მათი ჩანაწერები ჯგუფის დაშლიდან 40 წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადია. ბრიტანულ ჩარტში სხვადასხვა დროს ერთდროულად მოხვედრილა მათი რამდენიმე ალბომი, რომელიც ამა თუ იმ პოზიციას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ვიდრე სხვა მუსიკოსების ნამუშევრები.[3]RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს.[4] 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც ბითლზი პირველ პოზიციას იკავებდა.[5] კოლექტივს მიენიჭა 7 გრემის და 15 აივორ ნოველოს ჯილდო. ჟურნალმა ტაიმი ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.[6] 1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი ქუორიმენი.[7] ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკ-კარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი.[8] ბითლზის ისტორია მაკ-კარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში. მაკ-კარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი - იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, სტიუარტ სატკლიფი, რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკ-კარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა. ქუორიმენმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა - "Johnny and the Moondogs", "Long John and the Beatles", "the Silver Beetles" (ეს სახელი მათ ლარი პარნსმა შესთავაზა). შემდეგ, 1960 წლის აგვისტოში მათ 'The Beetles' დაირქვეს (ბადი ჰოლისა და ჯგუფის The Crickets პატივსაცემად). ლენონს სურდა ჯგუფის გადარქმევა
The Beatals'-ად. შემდეგი სახელი იყო 'Silver Beats', The Silver Beetles, and the 'Silver Beatles', ხოლო საბოლოო - უკვე The Beatles. ლარი პარნსთან ერთად მათ მცირე ტური მოაწყვეს და იქცნენ 'ბითლზად'.[9]
1960 წლის მაისში ჯგუფმა კვლავ მოაწყო მცირე ტური, მომღერალ ჯონი ჯენტლთან ერთად.[10] კოლექტივს ჯერ კიდევ არ ჰყავდა მუსიკოსი, რომელიც დაუკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მათთან ხოლმე უკრავდა შედარებით უფროსი, ტომი მური. მან დატოვა ჯგუფი და დაუბრუნდა ბოთლების ქარხნის მძღოლის საქმიანობას. შემდეგი მის მაგივრად იყო ნორმან ჩეპმენი. მცირე ხნის განმავლობაში მან დაუკრა დასარტყამებზე, მაგრამ მცირე ხანში იგი სხვა სახელმწიფო სამსახურში იხმეს. მას წასვლას დაემთხვა ჯგუფის მიწვევა ჰამბურგის კლუბებში, როდესაც ბითლზმა არ იცოდა.ვრცლად იხილეთ ბმული

No comments:
Post a Comment